---
title: "მუხლი 145. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/145"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "145"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/145

შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
ბ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
გ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან;
დ) დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/146.md
