---
title: "მუხლი 147. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/147"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "147"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/147

შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, გადამუშავებული პროდუქტი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კოდექსის 146-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით შეიძლება გადამუშავებისთვის დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ამ შემთხვევაში გასატან საქონელთან დაკავშირებით მოქმედებს გარე გადამუშავების პროცედურისთვის დადგენილი წესები და პირობები.
თავი XXV. გარე გადამუშავების პროცედურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/148.md
