---
title: "მუხლი 148. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/148"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "148"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 148 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/148

1. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.

2. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის გატანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის გატანისთვის, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას − ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისთვის.

3. ამ თავის მიზნებისთვის გამოსავლიანობის ნორმასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლი, ხოლო გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის − ამ კოდექსის 144-ე მუხლი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/149.md
