---
title: "მუხლი 149. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/149"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "149"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 149 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/149

1. გარე გადამუშავების პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების პირობით და ამ შეღავათის გამოყენების პირობა მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონელი შეკეთების მიზნით გაიტანება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვებიდან გამონაკლისები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/150.md
