---
title: "მუხლი 15. წარმომადგენლის უფლებამოსილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/15"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "15"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. წარმომადგენლის უფლებამოსილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/15

1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი.

4. საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების წესი და პირობები, აგრეთვე უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება სავალდებულო არ არის, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/16.md
