---
title: "მუხლი 150. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/150"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "150"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/150

გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
ა) არსებობდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა:
ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა;
ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გადამუშავებული პროდუქტი ამ კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი საქონლით იცვლება;
ა.გ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არსებობს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა;
ბ) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
გ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
გ.ბ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
გ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
გ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
დ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/151.md
