---
title: "მუხლი 151. გარე გადამუშავების პროცედურის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/151"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "151"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. გარე გადამუშავების პროცედურის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 151 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/151

1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაან ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გასხვისება. ეს ვადა განისაზღვრება გარე გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.

2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო ამ პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისთვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისთვის შეიძლება დადგინდეს კონკრეტული ვადები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/152.md
