---
title: "მუხლი 152. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/152"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "152"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 152 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/152

1. თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე ან საწარმოო დეფექტის გამო, უსასყიდლოდ გადამუშავდა, გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ საქონლის გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცევამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი თავისუფალ მიმოქცევაში თავდაპირველად გაშვებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/153.md
