---
title: "მუხლი 154. შემცვლელი საქონლის წინასწარ შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/154"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "154"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. შემცვლელი საქონლის წინასწარ შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 154 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/154

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე მისცეს დეფექტური საქონლის გატანამდე შემცვლელი საქონლის დადგენილი პირობების შესაბამისად შემოტანის უფლება. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ოდენობის გარანტია.

2. დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში. ეს ვადა აითვლება შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ დეფექტური საქონლის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გატანა შეუძლებელია, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ეს ვადა გონივრულ ვადამდე.
წიგნი VIII
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
თავი XXVI. საქონლის გატანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/155.md
