---
title: "მუხლი 162. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/162"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "162"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 162. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 162 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/162

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში შეიტანოს ცვლილება.

2. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენს აცნობა ამ შეტყობინებით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა წარდგენილი მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;
გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. თუ რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს შეტყობინება ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ.

4. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
წიგნი IX
საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
თავი XXIX. ზოგადი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/161.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/163.md
