---
title: "მუხლი 166. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/166"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "166"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 166. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 166 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/166

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3​. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4​. ამ მუხლის მე-3​ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:

1. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან/და ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან/და ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.

2. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/165.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/167.md
