---
title: "მუხლი 17. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/17"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "17"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/17

1. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.

2. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია:
ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება;
ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას. თუ გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან 3 წელი არ არის გასული, საბაჟო ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას.

5. გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, აგრეთვე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/18.md
