---
title: "მუხლი 173. საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/173"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "173"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 173. საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 173 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/173

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში/რეექსპორტის დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება –
იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.

2. თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/172.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/174.md
