---
title: "მუხლი 178. საბაჟო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/178"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "178"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178. საბაჟო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 178 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/178

1. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის ანდა საბაჟო ფორმალობების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა –
იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა –
იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/177.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/179.md
