---
title: "მუხლი 18. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/18"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "18"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/18

1. საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა:
ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასწორი ან არასრული იყო;
გ) სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ეს აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.

2. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

3. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილობა ძალაშია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/19.md
