---
title: "მუხლი 184. სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთისა და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/184"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "184"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 184. სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთისა და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 184 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/184

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სწავლის მიზნით დასარჩენად შემომსვლელი მოსწავლის ან სტუდენტის მიერ სასწავლო პერიოდში პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი იმ სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთის ან საყოფაცხოვრებო ნივთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რომელიც მოსწავლის ან სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის ჩვეულებრივი ატრიბუტიკაა და მას ეკუთვნის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის:
ა) „მოსწავლე ან სტუდენტი“ არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ განყოფილებაზე რეგისტრირებული ნებისმიერი პირი;
ბ) „სასწავლო აღჭურვილობა“ არის ტანსაცმელი ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, განურჩევლად იმისა, ის ახალია თუ არა;
გ) „საგანმანათლებლო ნივთი“ არის ნივთი ან ხელსაწყო (მათ შორის, კალკულატორი და საბეჭდი მანქანა), რომელსაც მოსწავლე ან სტუდენტი, როგორც წესი, სასწავლო მიზნით იყენებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/185.md
