---
title: "მუხლი 185. უმნიშვნელო ღირებულების სასაქონლო პარტიის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/185"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "185"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 185. უმნიშვნელო ღირებულების სასაქონლო პარტიის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 185 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/185

1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლისგან შემდგარი ნებისმიერი სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც საქართველოში მიმღებს უცხო ქვეყნიდან ეგზავნება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „უმნიშვნელო ღირებულების საქონელი“ არის 300 ლარამდე ღირებულების სასაქონლო პარტია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/184.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/186.md
