---
title: "მუხლი 190. მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/190"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "190"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 190. მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 190 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/190

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება მგზავრის მიერ:
ა) 1 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ სეს ესნ-ის 02, 04, 06−მე-12 და მე-15− 21-ე ჯგუფებითა და 0302−0307 და 2201−2202 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის კვების პროდუქტის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ სეს ესნ-ის 28-ე–97-ე ჯგუფებით (გარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდისა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი;
გ) ამ კოდექსის 186-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმავე ნაწილით განსაზღვრული ოდენობით შემოტანა, იმავე ნაწილის შენიშვნის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/189.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/191.md
