---
title: "მუხლი 192. ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/192"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "192"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 192. ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 192 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/192

1. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება:
ა) ლაბორატორიაში გამოყენებისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების არასამეწარმეო მიზნით შემოტანა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებულ ცხოველზე, ბიოლოგიურ ან ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც განკუთვნილია:
ა) იმ საჯარო დაწესებულებისთვის ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა;
ბ) კერძო დაწესებულებისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომლებიც, განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო კვლევისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/191.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/193.md
