---
title: "მუხლი 200. ორდენის ან ჯილდოს შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/200"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "200"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 200. ორდენის ან ჯილდოს შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 200 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/200

თუ შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას, რომ საქონელი სამეწარმეო მიზნით არ არის შემოტანილი, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება:
ა) ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მთავრობამ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს;
ბ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჯილდოს სახით გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს ხელოვნების, მეცნიერების ან სპორტის სფეროში ან საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის ან კონკრეტული დამსახურების აღიარების ნიშნად და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თვით ამ პირმა შემოიტანა;
გ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო სახელმწიფომ ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებულმა პირმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო;
დ) სიმბოლური მნიშვნელობისა და მცირე ღირებულების ჯილდო, პრიზი ან სუვენირი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის კონფერენციის ან ანალოგიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასაცემად, თუ მისი საცალო ღირებულება და სხვა მახასიათებლები მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/199.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/201.md
