---
title: "მუხლი 202. სახელმწიფოს მეთაურის მიერ სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/202"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "202"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 202. სახელმწიფოს მეთაურის მიერ სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 202 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/202

1. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით და დადგენილი ოდენობის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება:
ა) უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქისთვის ან სახელმწიფოს მეთაურისთვის განკუთვნილი საჩუქრის შემოტანა;
ბ) იმ საქონლის შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის ან მის მიერ წარდგენილი ოფიციალური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის. ეს შეღავათი ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით მოქმედებს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივით სარგებლობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/201.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/203.md
