---
title: "მუხლი 206. ტურიზმის შესახებ საცნობარო ლიტერატურის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/206"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "206"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 206. ტურიზმის შესახებ საცნობარო ლიტერატურის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 206 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/206

ამ კოდექსის 191-ე მუხლის პირველი−მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საცნობარო ლიტერატურის შემოტანა:
ა) უსასყიდლოდ გასავრცელებლად განკუთვნილი დოკუმენტი (სარეკლამო ფურცელი, ბროშურა, წიგნი, ჟურნალი, გზამკვლევი, პლაკატი (ჩარჩოთი ან ჩარჩოს გარეშე), ფოტოსურათი (ჩარჩოს გარეშე), გადიდებული ფოტოსურათი, რუკა (ილუსტრირებული ან ილუსტრაციის გარეშე), მინაზე გასაკრავი გამჭვირვალე პლაკატი, ილუსტრირებული კალენდარი),რომლის ძირითადი მიზანია ადამიანის უცხო ქვეყანაში ვიზიტის წახალისება, კერძოდ, მისი კულტურულ, ტურისტულ, სპორტულ, რელიგიურ, სავაჭრო ან პროფესიულ შეხვედრაზე ან სხვა ღონისძიებაზე დასწრება, თუ ამ დოკუმენტის (ლიტერატურის) სარეკლამო ხასიათი თვალსაჩინოა და მისი არაუმეტეს 25% (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციული სარეკლამო მასალაა;
ბ) ოფიციალური ტურისტული სააგენტოს მიერ ან მისი ეგიდით გამოცემული, უსასყიდლოდ გასავრცელებელი უცხოური სასტუმროების ჩამონათვალი, ყოველწლიური ცნობარი, უცხო ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის განრიგი, თუ მისი (ლიტერატურის) არაუმეტეს 25% (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციული სარეკლამო მასალაა;
გ) ოფიციალური ეროვნული ტურისტული სააგენტოს მიერ აკრედიტებული წარმომადგენლობისთვის ანდანიშნული აგენტისთვის მიწოდებული საცნობარო მასალა, რომელიც გასავრცელებლად არ არის განკუთვნილი, კერძოდ, ყოველწლიური ცნობარი, ტელეფონის ან ტელექსის ნომრების ჩამონათვალი, სასტუმროების ჩამონათვალი, გამოფენა-გაყიდვების კატალოგი, უმნიშვნელო ღირებულების ხელნაკეთი ნივთის ნიმუში, ლიტერატურა მუზეუმების, უნივერსიტეტების, გამაჯანსაღებელი და მსგავსი დაწესებულებების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/205.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/207.md
