---
title: "მუხლი 208. საქონლის ტრანსპორტირებისას მის შესაფუთად ან დასაცავად გამოსაყენებელი დამხმარე მასალის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/208"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "208"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 208. საქონლის ტრანსპორტირებისას მის შესაფუთად ან დასაცავად გამოსაყენებელი დამხმარე მასალის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 208 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/208

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სხვადასხვა სახის მასალის (მათ შორის, თოკის, თივის, ტილოს, ქაღალდის, მუყაოს, ხის, პლასტმასის) შემოტანა, რომელიც ერთჯერადად გამოიყენება საქონლის შესაფუთად ან დასაცავად (მათ შორის, საქონლის სითბური დაცვისთვის) მისი უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/207.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/209.md
