---
title: "მუხლი 209. ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/209"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "209"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 209. ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 209 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/209

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა, რომელიც განთავსებულია უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადმომყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და რომელიც მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოიყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/208.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/210.md
