---
title: "მუხლი 21. საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის მიმართ აღმჭურველი გადაწყვეტილების მოქმედების შეზღუდვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/21"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "21"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის მიმართ აღმჭურველი გადაწყვეტილების მოქმედების შეზღუდვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/21

თუ დაინტერესებული პირი არ მოითხოვს, აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილების შეტანა ან მისი შეჩერება არ მოქმედებს იმ საქონლის მიმართ, რომელიც აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, მასში ცვლილების შეტანის ან მისი შეჩერების ძალაში შესვლის მომენტისთვის იყო და არის საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული ამ გადაწყვეტილების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/22.md
