---
title: "მუხლი 212. გარდაცვლილი პირის ან მისი ფერფლის გადმოსასვენებელი საშუალებისა და სამგლოვიარო დეკორატიული საგნის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/212"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "212"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 212. გარდაცვლილი პირის ან მისი ფერფლის გადმოსასვენებელი საშუალებისა და სამგლოვიარო დეკორატიული საგნის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 212 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/212

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა:
ა) კუბო ან რელიგიური ტრადიციის შესაბამისი სხვა სპეციალური საშუალება, რომელიც გამოიყენება გარდაცვლილი პირის გადმოსვენებისას, სპეციალური ურნა, რომელშიც გარდაცვლილი პირის ფერფლია, ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ახლავს მათ;
ბ) ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც ჩამოტანილია უცხო ქვეყანაში მცხოვრები იმ პირის მიერ, რომელიც ესწრება დაკრძალვას ან მიდის საფლავის შესამკობად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ამ საქონლის მახასიათებლები ან ოდენობა მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს.
წიგნი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
თავი XXXIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/211.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/213.md
