---
title: "მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საქართველოს საბაჟო საზღვარი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/3"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "3"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საქართველოს საბაჟო საზღვარი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/3

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება:
ა) საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისგან;
ბ) საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს შიდა წყლებისგან;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცისგან;
დ) განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/4.md
