---
title: "მუხლი 4. საბაჟო ფორმალობების განხორციელების ენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/4"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "4"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საბაჟო ფორმალობების განხორციელების ენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/4

1. საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საბაჟო ორგანოს შეიძლება წარედგინოს უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი.

3. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოსთხოვოს პირს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/5.md
