---
title: "მუხლი 45. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/45"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "45"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/45

1. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ფასი. თუ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება პროგრამის მატარებლის ღირებულებისგან განცალკევებული არ არის, პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე–44-ე მუხლების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის მიზნისთვის „პროგრამული უზრუნველყოფის მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს და მსგავს მოწყობილობებს, აგრეთვე ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები და მოწყობილობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/46.md
