---
title: "მუხლი 46. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის გამარტივებული წესი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/46"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "46"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის გამარტივებული წესი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/46

თუ დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შეუძლებელია ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის ან ელემენტების (რომლებიც შეიტანება ან არ შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში) ღირებულების რაოდენობრივი შეფასება, საბაჟო ორგანომ დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს ამ ფასის ან ელემენტების ღირებულების სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების უფლება. აღნიშნული ღირებულების სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
წიგნი III
საბაჟო ვალდებულება და იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია
თავი VII. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/47.md
