---
title: "მუხლი 47. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებით შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/47"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "47"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებით შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/47

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის ერთ-ერთ შემდეგ საბაჟო პროცედურაში მოქცევისას:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით.

2. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში.

3. დეკლარანტი წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს. თუ საბაჟო დეკლარაცია შედგენილია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იმპორტის გადასახადისთვის თავის არიდებას იწვევს, ის პირი, რომელმაც წარადგინა ამ დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/48.md
