---
title: "მუხლი 51. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/51"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "51"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 51 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/51

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული საქონლის შემოტანისას წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება.

2. საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყალბი ფულის შემოტანისას;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობით გამოიყენება სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/52.md
