---
title: "მუხლი 53. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების ზოგადი წესები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/53"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "53"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების ზოგადი წესები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/53

1. იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისთვის მისი ოდენობა განისაზღვრება შესაბამის საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება.

3. თუ საბაჟო ორგანო ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ საბაჟო ვალდებულება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მომენტზე ადრე წარმოიშვა, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტად მიიჩნევა ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი უადრესი მომენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/54.md
