---
title: "მუხლი 56. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/56"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "56"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/56

1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია:
ა) იმ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხისა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას, თუ გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში ამ თანხის განსაზღვრა შესაძლებელია;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგარანტიო თანხისა, თუ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა შეუძლებელია.

2. თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას და რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/57.md
