---
title: "მუხლი 58. გარანტიის სახეები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/58"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "58"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. გარანტიის სახეები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/58

1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი გარანტიები:
ა) საბანკო გარანტია;
ბ) დაზღვევის პოლისი;
გ) დეპოზიტი;
დ) თავდებობა, გარდა ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიებისა;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა გარანტია.

2. პირს უფლება აქვს, წარადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი გარანტია.

3. საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შეცვლა, თუ წარდგენილი გარანტია საბაჟო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისთვის შესაბამისი არ არის. საბაჟო ორგანოს შეუძლია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს, არ შეცვალოს წარდგენილი გარანტია განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

4. გარანტიის დეპოზიტის სახით წარდგენის შემთხვევაში ამ დეპოზიტთან დაკავშირებით საბაჟო ორგანო სარგებელს არ იხდის.

5. გარანტიის წარდგენისა და მისი მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/59.md
