---
title: "მუხლი 59. საერთო გარანტია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/59"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "59"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. საერთო გარანტია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/59

1. საერთო გარანტიის წარდგენის უფლება უნდა მიეცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) იგი არის საქართველოში დაფუძნებული პირი;
ბ) იგი აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს;
გ) იგი მუდმივად სარგებლობს საბაჟო პროცედურით, ან აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, ან აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

2. თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, პირს უფლება აქვს, საერთო გარანტია შემცირებული ოდენობით წარადგინოს ან გათავისუფლდეს საერთო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მიეცეს საერთო გარანტიის შემცირებული ოდენობით წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საერთო გარანტია სრული ოდენობითაა წარდგენილი.

4. საერთო გარანტიის ოდენობა, მისი შემცირების ან მისი წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი და პირობები, აგრეთვე საერთო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი აკრძალვის შემოღებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/60.md
