---
title: "მუხლი 60. გარანტიის შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/60"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "60"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. გარანტიის შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 60 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/60

თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან ეს გარანტია დადგენილ ვადაში ვეღარ უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის გადახდის წარმოსაშობი ვალდებულების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მოსთხოვოს წარდგენილი გარანტიის ახალი გარანტიით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/61.md
