---
title: "მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/62"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "62"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/62

1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.

2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);
ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
გ
1
) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად;
ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/63.md
