---
title: "მუხლი 63. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/63"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "63"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/63

1. საბაჟო ორგანო იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის, მისი განაკვეთისა და კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით გაიანგარიშებს გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობას, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ორგანომ შეიძლება მიიღოს დეკლარანტის მიერ გაანგარიშებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, გარდა ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმპორტის გადასახადი გადაიხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. (ამოღებულია - 05.04.2023, №2767).

5. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/64.md
