---
title: "მუხლი 65. იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/65"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "65"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 65 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/65

1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე.

3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
წიგნი IV
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/66.md
