---
title: "მუხლი 67. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/67"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "67"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/67

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.

2. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს.

3. თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის გასვლის შემდეგ.

4. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/68.md
