---
title: "მუხლი 69. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შეტყობინება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/69"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "69"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შეტყობინება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/69

1. იმ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, საბაჟო ორგანოს ამ ხომალდის შემოსვლის შესახებ უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლისთანავე. თუ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია, მან შეიძლება არ მოითხოვოს ამ ინფორმაციის შეტყობინება.

2. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შესატყობინებლად საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს პორტის ან აეროპორტის შესაბამისი სისტემა ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/70.md
