---
title: "მუხლი 74. საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/74"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "74"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/74

1. საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების შესახებ საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/75.md
