---
title: "მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/76"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "76"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/76

1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.

2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/77.md
