---
title: "მუხლი 77. საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/77"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "77"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/77

1. დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.

2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის უცვლელ მდგომარეობაში (გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად) შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი.

3. იმ საბაჟო საწყობის ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ან მასთან შეთანხმებული შენახვის სხვა ადგილის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან;
ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

4. თუ საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება შეუძლებელია, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/78.md
