---
title: "მუხლი 81. საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/81"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "81"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/81

საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ:
ა) ის გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ბ) ის ექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით;
გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს ან ნადგურდება ისე, რომ რჩება ნარჩენი;
დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი;
ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიტანება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
თავი XIII. საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/82.md
