---
title: "მუხლი 82. საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/82"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "82"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/82

1. საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის, დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით.

2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებისგან განსხვავებული საშუალებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3. ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის, საბაჟო დეკლარაციის თანხმლებ დოკუმენტთან საბაჟო ორგანოს დაშვების, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/83.md
