---
title: "მუხლი 83. საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/83"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "83"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/83

1. საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილების სამუშაო საათები ისე უნდა დაადგინოს, რომ საბაჟო პროცედურისა და საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაზიდვის სახეობის გათვალისწინებით არ შეფერხდეს ან არ დაირღვეს საერთაშორისო გადაზიდვის ნაკადი.

2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/84.md
