---
title: "მუხლი 85. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/85"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "85"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 85 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/85

1. პირმა საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი საბაჟო პროცედურაში შეიძლება მოაქციოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც სრულად არ შეიცავს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს ან რომელსაც სრულად არ ახლავს იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. პირმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია შეიძლება რეგულარულად წარადგინოს საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/86.md
