---
title: "მუხლი 87. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/87"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "87"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/87

1. ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს პირმა, რომელსაც შეუძლია საბაჟო ორგანოსთვის საქონლის წარდგენა და იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდება, რომელშიც ხდება საქონლის დეკლარირება. ამასთანავე, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს პირმა ან მისმა წარმომადგენელმა, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია კონკრეტული პირის ცალკეულ ვალდებულებებს წარმოშობს.

2. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოში დაფუძნების ვალდებულების შესრულება არ მოეთხოვება:
ა) პირს, რომელიც წარადგენს საქონლის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციას;
ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის, შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მომიჯნავე უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებულ პირს, რომელიც საქონელს წარადგენს უშუალოდ ამ ტერიტორიებს შორის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში, იმ პირობით, რომ, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით, მსგავსი შეღავათით სარგებლობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/88.md
